დიდი ბრიტანეთი-საქართველო

მორტონი: ვაგრძელებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას

ინტეგრირებული მიმოხილვა განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი მიდგომა უსაფრთხოებისა და შეკავების პოლიტიკის მიმართ, თუ როგორ გავუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატური ცვლილება, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვა, თუ როგორ იმოქმედებს დიდი ბრიტანეთი, როგორც კეთილდღეობის მომტანი ძალა მსოფლიოში კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების საკითხებში. ეს მოიცავს აღმოსავლეთ სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარებასაც. 

NATO ევროატლანტიკურ რეგიონში დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველი. დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები და  ჰიბრიდული ომები საფრთხეს უქმნის ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ვაგრძელებთ [აღმოსავლეთ სამეზობლოს] რეგიონში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და ვცდილობთ, დავეხმაროთ არსებული საფრთხის წინააღმდეგ გაძლიერებაში, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩათვლით. ჩვენ გავაგრძელებთ მათი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას...

ევროპის სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა გაერთიანებული სამეფოს ინტეგრირებული მიმოხილვის ის ნაწილი განიხილა, სადაც საუბარია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში პარტნიორების მხარდაჭერაზე.

კომენტარები