ვაქცინაცია

ტიკარაძე: აცრის შემდეგ მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია

[ვაქცინაციის შემდეგ] მე თავს კარგად ვგრძნობ. მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, სხვა საგანგაშო არც ერთი სიმპტომი არ მქონია და ალბათ აკვირდებით, რომ მთელი კვირა პრინციპში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება რომ ვენდოთ მას, ისევე, როგორც Pfizer-ს.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. მან AstraZeneca-თი ვაქცინაცია 23 მარტს საჩხერის საავამდყოფოში საჯაროდ ჩაიტარა.

კომენტარები