ვაქცინაცია

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში, LIVE-ში აიცრა

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში, LIVE-ში აიცრა. მან ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა.

"სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი". – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის საავადმყოფოში იმ მიზეზით აიცრა, რომ "გაისმა საყვედურები დაბალ აქტივობასთან დაკავშირებით".

"ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი" - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები