კორონავირუსი და შეზღუდვები

ტიკარაძე: კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება, არ გვაქვს ამის ფუფუნება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს...

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

კომენტარები