ილონ მასკი: TESLA-ს ელექტრომობილების შეძენა ბიტკოინით გახდა შესაძლებელი

ილონ მასკი
ფოტო: foxbusiness.com

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მომხმარებლებს Tesla-ს ელექტრომობილების შეძენა კრიპტოვალუტის, კერძოდ, ბიტკოინის საშუალებით შეეძლებათ. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოსთვის ელექტრომობილების ბიტკოინით შეძენის ფუნქცია აშშ-ის საზღვრებს გარეთაც გახდება ხელმისაწვდომი. 

ექსპერტების თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Tesla მიღებულ ბიტკოინს ტრადიციულ ვალუტაში, ანუ დოლარში არ გადაიყვანს და მას კრიპტოვალუტის სახით შეინახავს. 

2021 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, კომპანია Tesla თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინს ფლობს. 

2021 წლის მარტში ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 62 000 დოლარს მიაღწია. 

კომენტარები