ისრაელი

ისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნეთანიაჰუს კოალიცია რამდენიმე ადგილით ლიდერობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. მონაწილეობა ქვეყნის 60.9%-მა მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 

The Times of Israel-ისა და the Jerusalem Post-ის მიხედვით, წინასწარი შედეგების ბოლო მონაცემებით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას ქნესეთში 61-62 ადგილი აქვს. ქნესეთში სულ 120 ადგილია.

სავარაუდოდ, მხოლოდ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდს 30-ზე მეტი ადგილი ექნება.

ბოლო შედეგებამდე, BBC-ის ცნობით, ეგზიტპოლების მიხედვით, ნეთანიაჰუს კოალიციას მხოლოდ 52-53 ადგილი ჰქონდა. 

ჯერჯერობით არ დაუწყიათ ხმების დათვლა სპეციალური საარჩევნო უბნებიდან, საიდანაც არჩევნების შედეგებს 450 000-მდე ადამიანის ხმა დაემატება. 

ასევე რთულია იმის თქმა, შეძლებს თუა არა ნეთანიაჰუს კოალიცია მთავრობის ფორმირებას. მან მოწინააღმდეგე პარტიებს თავის კოალიციაში შესვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ისრაელში მეხუთე არჩევნები ჩატარდეს.

არჩევნების საბოლოო შედეგები პარასკევს გახდება ცნობილი.

 

კომენტარები