კორონავირუსი და შეზღუდვები

ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ეს არის ეფექტური გზა

მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებული, ჩვენ გვაძლევს იმ ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და პირად ჰიგიენას.

მე არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, შეზღუდვები ეს არის ეფექტური გზა, მაგრამ კიდევ ერთხელ მივუთითებ - მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ასევე ბიზნესს ეყოფა პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც შრომითი ინსპექცია მიუთითებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით დავძლიოთ მესამე ტალღა...

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ასტრაზენეკათი ვაქცინაციის შემდეგ.

კომენტარები