ვაქცინაცია

ტიკარაძემ პირველადი ჯანდაცვის ნომრის ნაცვლად, აწარმოე საქართველოს ცხელი ხაზი გამოაცხადა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ცვლილებებზე საუბრისას პირველადი ჯანდაცვის ცხელი ხაზის ნაცვლად [15 22] პროექტის აწარმოე საქართველოში ცხელი ხაზი [15 25] გამოაცხადა.

"[...] ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან, წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ 15 25-ზე ყველა ის საჭირო ინფორმაცია მიიღონ, რომლითაც მოახერხებ პორტალზე დარეგისტრირებას [...]". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო Covid-ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივ ჯგუფებს დაამატებს. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, აცრილია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 3 843 პირი.

კომენტარები