ვაქცინაცია

კალოიანი: თანმიმდევრულად, მშვიდად უნდა შევძლოთ ხალხის დარწმუნება ვაქცინაციის სიკეთეში

ვაქცინაციის სიკეთეზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი დაცვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან მაღალი რისკი აქვთ და გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მათი ერთადერთი ჯანმრთელობის შენარჩუნების და შეიძლება ითქვას სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაც არის ვაქცინა, რომელიც უნდა გრძელდებოდეს. 

ლეგიტიმური კითხვები არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც აქვთ გარკვეული კითხვები, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ვითარება და ამას სჭირდება ძალიან მშვიდი, ხანძლივი და პროფესიული განსჯა, ინფორმირება მოქალაქეების, რა საფრთხეებთან შეიძლება გვქონდეს საქმე ვაქცინის გარეშე. რა რისკები აქვს ვაქცინას, რაც მთავარია, რა ეფექტი აქვს ვაქცინას... ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს თანმიმდევრულად, მშვიდად, ციფრებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ავუხსნათ, რა სიკეთე აქვს ვაქცინას და რატომ არის ის აუცილებელი. ჩვენ არგუმენტებით უნდა შევძლოთ მოქალაქეების დარწმუნება ვაქცინაციის სიკეთეში. 

ტრაგიკული ფაქტი, რომელიც დღეს მოხდა ახალციხეში, ვერანაირად ვერ იქნება ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი, ხაზს ვუსვამ, თუ რამე დამატებითი ინფორმაცია არ არის, და იმედია ასეა. შესაბამისად, მე არ ველოდები რომ შეჩერების პროცესი დადგეს. 

ამბობს ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი ტვ.პირველის ეთერში. 

კომენტარები