ელექტროენერგია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს, 18 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, თოფურიას, ცინცაძის, თამარაშვილის, ქავთარაძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების და ონიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, სამგორის, ბერიძის, გუჯეჯიანის, შიუკაშვილის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ლაზოს, შუშის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენის და კუპატაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - აცხადებს თელასი

კომენტარები