ფულადი გზავნილები

თებერვლის ფულადმა გზავნილებმა $161 მლნ შეადგინა – რუსეთი კვლავ მეორეა

REUTERS

თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $161.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 17.5%-ით მეტია.

2021 წლის იანვარში ქვეყანაში ჯამურად $149.8 მილიონი დოლარი გამოიგზავნა. ყოველთვიურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.  

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, რომელთაგანაც ტოპ სამი ასე გამოიყურება:

  • იტალია – $28.55 მილიონი დოლარი 
  • რუსეთი – $25.14 მილიონი დოლარი
  • საბერძნეთი – $19.71 მილიონი დოლარი

საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით პირველობა, რუსეთმა, ჯერ კიდევ წინა თვეში დაკარგა – 2021 წლის იანვარში, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა რუსეთიდან მიღებულ გზავნილებს რომელიმე სხვა ქვეყნიდან შემოსულმა თანხებმა გადააჭარბა. თებერვლის მსგავსად, ეს ქვეყანა იანვარშიც იტალია იყო. 

2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ $21.0 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

კომენტარები