ვაქცინაცია

"არაფერია საშიში, თავს ვგრძნობ გადასარევად" – პაატა იმნაძე აცრის შემდეგ

"დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი". – ამის შესახებ პაატა იმნაძემ კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა.

"ყველამ გავითავისოთ, ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. მინდა ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდო, იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, პირველ რიგში, ეს ეხება ჩემს კოლეგებს.

ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა, ამაში არაფერი არ არის საშიში". – თქვა იმნაძემ.

კითხვაზე, თავს როგორ გრძნობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობს - "თავს ვგრძნობ გადასარევად".

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა. პირველი დოზებით ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

კომენტარები