უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
- აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
- რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.
1-ელი აპრილიდან:
- აღდგება თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით.
ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს. 1-ელი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეუძლიათ. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა. განახლდა კონფერენციები და ტრენინგები.
8 მარტიდან მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება; ასევე, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ. სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნა.





