გაუპატიურება

შსს: 65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული კაცი. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ
ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

"სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს".- აცხადებს უწყება. 

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები