გაუპატიურება

მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა დააკავეს

shutterstock

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა დააკავეს, ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე თქმით, გოგომ სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

კომენტარები