შარლ მიშელი

მიშელი: ევროპა პარტნიორებს ვაქცინის ნამატ დოზებს მიაწვდის, საქართველოსაც

dw.com

9 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. წერილში საუბარი იყო მსოფლიოში ვაქცინების მიწოდების პროგრამაში ევროპის მნიშვნელობაზე.

წერილში მიშელმა საქართველოც ახსენა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა.

"ევროკავშირმა 2 მილიარდამდე [ვაქცინის] დოზა შეუკვეთა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მთელი [ევროკავშირის] მოსახლეობის ვაქცინაციისთვის არის საჭირო. მეტობით დარჩენილი ვაქცინა, რომელსაც მივაწვდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს, მათ ასობით მილიონი ადამიანის ვაქცინაციაში დაეხმარება.

ამ გზით, კონკრეტული და მტკიცე ნაბიჯებით, ევროპა ხელს შეუწყობს საკუთარი ღირებულებების წახალისებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირები გვაქვს, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ჩათვლით, სადაც მე გასულ კვირას ვიყავი". - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

კომენტარები