ჩანაწერები

ბოკერია ბერას ინტერვიუზე: ეს არა მარტო აღიარებაა, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ

ეს არის არა მარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ. არა ოპონენტების, არა იმათი, ვინც რაღაცა, თუნდაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელებში, რაც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, გინდ ნებისმიერ პოპ-კულტურაში. ეს ნაწილია ამ ცხოვრების და როდესაც ასე იმუქრები, ეს არის განაცხადი ავტორიტარული სახელმწიფოსი. ამიტომ გვახსენდება კადიროვი, ოღონდ ბუნებრივია იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ეს არ ცვლის პრინციპს. რაც შეეხება ძალიან იაფფასიან, ვითომ რაღაცა ქუჩურ თუ "ქართულ" გაგებას, რომ "არ ვაპატიებ", თუ მაგ გაგებას აწვები, მაშინ პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე იქ, თუ ამ არასწორ გაგებას აწვები. ამიტომ, ეს არის წმინდა წყლის ფარისევლური, უტიფარი, ძალაუფლებით გახრწნილი ადამიანების ჯგუფის განაცხადი მუქარის მთელი ჩვენი საზოგადოების მიმართ...

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

კომენტარები