თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელობას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, წულუკიანი ანსამბლის წევრთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანა ინფრასტრუქტურას უკავშირდება. კერძოდ, ერისიონისათვის გამოყოფილი ფართი კერძო საკუთრებაა, შენობა რესტავრაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს და ანსამბლის წევრებს შემოქმედებისათვის არ აქვთ ელემენტარული პირობები". – ნათქვამია პრესრელიზში.

"ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს და სხვა პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაიჭრას ანსამბლისათვის, რომელიც  135 წლისაა". – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები