ოჯახური ძალადობა

შსს: კაცმა ცოლს, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, სცემა – 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქმარმა ცოლს, რომელსაც ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები