ჩანაწერები

ზარქუა ჩანაწერზე: შინაარსს ისეთს დაგიმონტაჟებთ, შეიძლება აქედან ვერ გაასწროთ

მგონია, რომ თუ ეს კითხვა არის, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, ამ შანტაჟზე, დაჭრაზე და მონტაჟზე.  

შინაარსს თქვენ რომ მელაპარაკებით, ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებთ, რომ შეიძლება ვერ გაასწროთ აქედან. ამიტომ, ჩემი აზრით, თუმცა ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, ამ მიმართულებით უნდა აღძრას საქმე...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები