ჩანაწერები

მდინარაძე ჩანაწერებზე: გასაკვირია, მაგრამ აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს

რაც არ უნდა მოიგონონ, რაც არ უნდა დაამონტაჟონ, რაც არ უნდა იკადროს ვიღაცამ, ფარული ჩანაწერები 2010-11 წლებში გაკეთებული, უხეშად დამონტაჟებული, შინაარსშეცვლილი შემოატრიალოს ხალხის გასაბრაზებლად, ეს არის საბაბი, რომ გავიდნენ მოლაპარაკებიდან. მეტი მიზანი ამ ყველაფერს არ გააჩნია.

მე მოვძებნე  და უფრო ზუსტად რომ ვთქვა, აღმოვაჩინე ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებმაც ეს დაიჯერეს. რაც არ უნდა სამწუხარო, თუ გასაკვირი, თუ პარადოქსული იყოს, დაიჯერეს, რომ ქართული ოცნების რომელიღაცა ლიდერი არის მოძალადე და ნაციონალურმა მოძრაობამ ამხილა ეს ყველაფერი და აღშფოთებას გამოთქვამდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალადობის წყარო, შემკვეთები და შემსრულებლები...

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ . TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები