ჩანაწერები

კურტანიძე ბერას: სიმხნევეს გისურვებ, მეამაყები, როგორც თავმდაბლობის მაგალითი

ბერა, მეგობარო, ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები... ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ - თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ! ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, წარსულში, შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ერის კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის სიკეთე აურაცხელია სამშობლოს წინაშე, მას ლანძღავენ. პატრიარქს ტალახს ესრვიან, შეურაცყოფას აყენებენ და, საერთოდ, ყველას, ვისაც რამე უკეთებია ამ ქვეყანაზე, არავის არ ინდობენ! რადგან იმაზე მეტს ეს მახინჯი სულის ადამიანები ვერასოდეს ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან, ამიტომ შურით და ბოღმით დამძიმებულები ასეთი ტიპის ქმედებებს სჩადიან! რატომ?! იმიტომ, რომ ასე მათთვის ადვილია, რადგან სინდისი, ნამუსი და სხვა ღირებულება მათ არ გააჩნიათ! ასე გასდით და ასე მოქმედებენ! მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა, სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო! დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო შვილი მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში! დიახ, მეამაყები, ბერა, მეგობარო! როგორც დიდი გულის და სულის ადამიანი! როგორც სამაგალითო ახალგაზრდა, ხელოვანი, ტიტანური შრომის მოყვარე და ყველაზე მთავარი, თავდაბლობის მაგალითი! ასეთად გაგიცანი და გიცნობ, მეგობარო! შენი მეგობარი, მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა ელდარი კურტანიძე.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე. TV პირველის ეთერში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

კომენტარები