ტაილანდი

ტაილანდის ფლოტის მეზღვაურებმა ცეცხლმოკიდებული გემიდან 4 კატა გადაარჩინეს [PHOTOS]

ტაილანდის ფლოტის მეზღვაურებმა ანდამანის ზღვაში ცეცხლმოკიდებულ გემზე მიტოვებული ოთხი კატა გადაარჩინეს. საწვავის გაჟონვის შემოწმებისას, სამხედროებმა გემზე დარჩენილი კატები იპოვეს. კატების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სათევზაო გემს  Phamonsin Nava 10-ს ცეცხლი სამშაბათს გაუჩნდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკპიაჟის 8 წევრი თავის გადასარჩენად ზღვაში გადახტა. ისინი სათევზაო გემმა გადაარჩინა.

ტაილანდის ფლოტს შემთხვევის გამოძიება დაევალა, რა დროსაც მათ ერთად შეჯგუფებული კატები იპოვეს.

კომენტარები