გერმანია

ზალკალიანი სეზონურ დასაქმებაზე: კვალიფიკაციაამაღლებულები დაბრუნდებიან

ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან, ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.

ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ, დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ქვეყნებთან, ამ შეთანხმებების ნაწილი იქნება, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაციაამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც ისინი შეიძენენ ქვეყნის გარეთ

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სეზონურ დასაქმებაზე. ამ დროისთვის შეთანხმება მხოლოდ გერმანიასთან არის მიღწეული. 95 ათასამდე საქართველოს მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, უნდა იყვნენ 18-დან 60 წლამდე და ჰქონდეთ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კომენტარები