ვაქცინაცია

ცერცვაძე: თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურზე

რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია - კარგიც რომ იყოს, მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ, რა ამბავი იყო? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს - მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს, დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ.

სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე...

კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ამ კომენტარს TV იმედი ავრცელებს.

კომენტარები