ოპოზიციის პროტესტი

უდუმაშვილი: აქციების ფორმას შევცვლით ამ პერიოდში, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ

დღევანდელი აქცია იყო სრულად მშვიდობიანი და თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან და, რა თქმა უნდა, აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია, ამის მიუხედავად, მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე, ასე რომ, კიდევ რომ არ მივცეთ ხელისუფლებას დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ნიუანსი, ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი.

ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი,  კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ...

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრისას.

კომენტარები