ვაქცინაცია

რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ? – კოვაქსის განმარტება

ფოტო: ft.com

კოვაქს პლატფორმამ ტაბულას განუმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა თებერვალში და კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ. 

კოვაქსის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში გაზიარებული წერილის თანახმად, Pfizer/BionNTech-ის ვაქცინის მიღების სავარაუდო თარიღი თებერვლის შუა რიცხვები უნდა ყოფილიყო.

ვაქცინის მიღების თარიღები ორი მიზეზის გამო გადაიწია: 

პირველი, მწარმოებელმა Pfizer/BioNTech-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინა არა კოვაქსის გავლით, არამედ პირდაპირი მიწოდების გზით გაეგზავნა ქვეყნებისათვის.  
გეგმის ამ ცვლილებამ გამოიწვია მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ახალი საჭიროება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც მწარმოებლებთან (Pfizer/BioNTech) პირდაპირი მიწოდების ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული. 

მეორე, მწარმოებელმა მოითხოვა დამატებითი იურიდიული მექანიზმი კომპენსაციის ხელშეკრულების უკან გამოხმობის შესახებ. 

კოვაქსმა ტაბულას განუმარტა, რომ ვაქცინის მიღების თარიღები ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და მწარმოებელს შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.


1-ელ მარტს ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია კოვაქსის პლატფორმის განმარტების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველომ ვაქცინა კოვაქსის კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო. 

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს". 

კომენტარები