ეს ვისაც ჰგონია, რომ გირჩი უმანკო იდიოტების გაერთიანებაა. ასეთი ნეტარსახიანი კლოუნების უკან ყოველთვის მსხვილი კაპიტალის ინტერესები დგას, რომელიც იმას წარმოსახავს თავისუფლებად, რაც სინამდვილეში მონობის ყველაზე მძიმედსამკურნალო ფორმაა. გონებისგან დაცლილ და პრიმიტიულ ინსტინქტებამდე დაყვანილ „მეტ თავისუფლებას“ არათუ თავისუფლების არანაირ გაგებასთან არ აქვს კავშირი, არამედ გონებრივი დაქვეითების ვირუსი უფროა. რაც შეეხება 3%-ს, ვინც ამ პარტიას ხმა მისცა, ეს საქართველოში არსებული მენტალური ეპიდსიტუაციის მაჩვენებელია.
გიორგი მაისურაძე