აფეთქება გარდაბანში

გარდაბანში, აფეთქების შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი კი – დაშავდა

გარდაბანში, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი კი – დაშავდა.  არასრულწლოვნები ძმები არიან. 

როგორც მშობლები ამბობენ, მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც გზაში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. 

"ბავშვები სკოლიდან სახლისკენ რომ მოდიოდნენ, მაშინ მათ რაღაც უპოვიათ. არ ვიცი, რა იყო და ეს რაც იპოვეს, აუფეთქდათ, ჩემი ორი შვილი ცუდ დღეშია. ერთი უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა რომ მოხდა, ვიღაცამ მოიყვანა ბავშვები საავადმყოფოში, მე არ მინახავს, ექიმებიც არ მინახავს". – ამბობდა არასრულწლოვანის მამა შემთხვევის შემდეგ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს. 

 

კომენტარები