ვაქცინაცია

კოვაქს პლატფორმა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ვაქცინა ამ დრომდე

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კოვაქსი ვარაუდობს, რომ გზავნილების ძირითადი ნაწილი 2021 წლის მარტში განხორციელდება. 

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ". 

რაც შეეხება აუცილებელ კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. 
კოვაქსის განმარტებით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს". 

ტაბულა ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყება, ამ ეტაპზე, კომენტარს არ იძლევა. 

კომენტარები