გიგა ბოკერია

ბოკერია ბერძენიშვილზე: უცნაურია, წასვლის გადაწყვეტილების მიმღებები ამდენს რომ აქტიურობენ

ბატონი დავითი, მის მიმართ პატივისცემით, ჩემზე უფროსია, ის 90-იანი წლების დასაწყისიდან არის პოლიტიკაში, მე 2000-იანებიდან. მე ბატონ დავითს ერთხელ ეთერში ვუთხარი, რომ მე მზად ვარ, რომ ხიდის როლი ვითამაშო მის თაობასა და შემდეგ თაობას შორის პოლიტიკაში და ასე ვაპირებ გაგრძელებას. 

არასერიოზული მგონია ახლა ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ბევრნაირი პოლიტიკოსები გვყავს სხვადასხვა თაობის და, კიდევ კარგი, ოპოზიციაში ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას, აქვს ფართო არჩევანი. ეგ კი არ არის საკითხი, ვისი აზრით, ვინ უნდა წავიდეს, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს შემდეგ ნორმალურ არჩევნებზე, ვინც თავისით მიიღებს გადაწყვეტილებას, ბატონი დავითის მსგავსად, პატივი უნდა ვცეთ გადაწყვეტილებას. ოღონდ, უცნაურია, წასვლის გადაწყვეტილების მიმღებები შემდეგ კიდევ რომ აქტიურობენ ბევრს. თუ მიდიხარ, არ უნდა აქტიურობდე. მე ვაპირებ აქტიურობას ბოლომდე იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც, მიმაჩნია პარტნიორებთან ერთად შეუცვლელად სამოქალაქო ღირებულებებისა და  ქვეყნის დასავლური მომავლისთვის - ევროპულ საქართველოში. რამდენი ამომრჩეველიც უჭერს ჩემს პარტიას მხარს, იმხელა მხარდაჭერა ექნება.

ახლა ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს, ეს პარტიების გამოწვევაა და უნდა იმუშაონ, ნორმალური არჩევნები როცა გვექნება. ახლა ჩვენი, მათ შორის იმათი, ვინც გადაწყვიტა წასვლა, ვინც წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მაინც არ მიდის, ჩანს და სხვებს მოუწოდებს - ბატონ დავითს ვგულისხმობ, და ყველასი, ვინც ჩემსავით არ გადაწყვიტა წასვლა, ყველას პრობლემაა, რომ გვქონდეს ქვეყანა, სადაც ჩვენ, ყველა ერთად, უმრავლესობით ვწყვეტთ, ვის აქვს ძალაუფლება.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში დავით ბერძენიშვილის განცხადებას. "ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც". - დაწერა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები