ოპოზიციის გეგმები

ბოკერია: აქციები იქნება მანამ, სანამ არ ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სიტუაციის განსამუხტად

ამ აქციების გაგრძელება აუცილებელი იქნება მანამ, სანამ ჩვენ ვნახავთ რაღაცა სადღეგრძელოს, რომ მოლაპარაკებები გვინდა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ეს კონკრეტული ნაბიჯები არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, სამარცხვინო, უტიფრად, კატასტროფული ოპერაციით დაკავებული ნიკა მელიას და 8 მარტის შეთანხმებიდან ციხეში ჩატოვებული ნიკა რურუას გათავისუფლება. ამ პოლიტიკური დევნის დასრულება და დაჯდომა იმისთვის, რომ ტექნიკურ მხარეზე მოვილაპარაკოთ, როგორ მივიდეთ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებამდე. ამის გარდა, ვერ იქნება ვერანაირი გამოსავალი და ამ ვითარების განმუხტვა. ეს გამორიცხულია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტვ.პირველს ოპოზიციის გეგმებზე ესაუბრება. ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი 2 მარტს პარლამენტის შენობის, 5 მარტს კი კანცელარიის პიკეტირებას გეგმავენ. 9 მარტს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან , 11 მარტს კი - სასამართლოს შენობასთან. 13 მარტს მასშტაბური აქცია-მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობასთან. 

კომენტარები