ანიმე

SPIRITED AWAY-ს მიხედვით სპექტაკლი დაიდგმება

CGTN

სტუდიო გიბლის კლასიკური ანიმაცია Spirited Away ტოჰოს თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.

Spirited Away ჰაიაო მიაძაკიმ 2001 წელს გადაიღო. მულტფილმი პირველი ანიმე გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, ოსკარი მოიპოვა. ფენტეზი ანიმაცია მიაძაკის სტუდიის, გიბლის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია.

საკულტო ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის ნამუშევრებიდან, Spirited Away პირველი იქნება, რომელსაც მაყურებელი სცენაზე იხილავს. ტოჰოს თეატრის წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და სტუდია გიბლის კიდევ რამდენიმე ადაპტაციაზე აპირებენ მუშაობას.

ანიმეს მთავარი გმირი ათი წლის ჩიხიროა, რომელიც სრულიად შემთხვევით სულების, დრაკონებისა და სხვა ფანტასტიკური არსებების სამყაროში მოხვდება. 

კომენტარები