ტრეილერი

"ჩვენ არ ვიმალებით. ჩვენ ვიბრძვით" - მხევლის წიგნის ახალი ტრეილერი გამოვიდა

Comicbook

სტრიმინგსერვისმა Hulu-მ მხევლის წიგნის ახალი, რიგით მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

მხევლის წიგნი მარგარეტ ეტვუდის 1985 წელს გამოცემული ბესტსელერის ეკრანიზაციაა. სერიალის მოქმედება დისტოპიურ სამყაროში ვითარდება, სადაც ქალების, რომელთაც მხევლებად მოიხსენიებენ, ერთადერთი ფუნქცია ბავშვების გაჩენაა. 

სერიალში მთავარ როლს უცვლელად ელიზაბეტ მოსი ასრულებს. მხევლის წიგნი 12 ემის და 2 ოქროს გლობუსის მფლობელია.

წარუმატებელი მესამე სეზონის მიუხედავად, სერიალის კიდევ ორი სეზონი დაამტკიცეს. მეოთხე სეზონი მიმდინარე წლის 28 აპრილს გამოვა.

 

კომენტარები