კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: პირველ ვაქცინას მივიღებთ Astrazeneca-სგან, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე Covax-ი

პირველს ალბათ... დანამდვილებით ვიტყვი, მივიღებთ ასტრაზენეკას, არა კოვაქსიდან, არამედ, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე კოვაქსის პლატფორმისგან.

კოვაქსი, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს ქვეყნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში შექმნილი. ვაქცინაციის დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, საკმარისი მოცვა და იგივე ევროკავშირში დღეს დაწყებული კი არის, მაგრამ მოცულია მოსახლეობის 4%, ეს არაფერია პრაქტიკულად.

ყველაზე კარგი მონაცემები ისრაელს აქვს, ერთი დოზით უკვე 70%-ზე მეტი აცრა მოსახლეობის... გასაგებია ამ ქვეყნის შესაძლებლობა და აქვე შემიძლია ვთქვა, როცა ბევრი სპეკულაციებია ამაზე.

ისრაელს და ძალიან მდიდარ ქვეყნებს ორჯერ და სამჯერ მეტი რომ აქვთ შეკვეთილი თავის მოსახლეობაზე, ეს რატომ მოხდა? იმიტომ, რომ, ჯერ კიდევ როცა ვაქცინები მუშავდებოდა, როცა დაიწყო პანდემია, ამ ქვეყნებმა მისცეს ასეულ მილიონობით დოლარი ერთ ქარხანას, მეორე ქარხანას, მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, რომ როცა ექნებოდათ ვაქცინა, მათ უნდა მიეღოთ პირველებს.

ეს შეუძლია მარტო ძალიან მდიდარ ქვეყანას, რომ ასე კაზინოს პრინციპით დადოს ძალიან დიდი თანხა, რომ, როდესაც რომელიმე მათგანის ვაქცინა იქნებოდა...საქართველოს იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ 5-6 მწარმოებლისთვის, რომელთაგან, არ იცოდა, ბოლოში რომელი გავიდოდა [ამდენი ფული გადაეხადა]... ამიტომაც შევიტანეთ კოვაქსის პლატფორმაზე წინასწარი შენატანი, იმისთვის, რომ, როცა პლატფორმაზე იქნებოდა ვაქცინა, იმათგან მიგვეღო...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV მაესტროს ეთერში. Covax-პლატფორმისგან საქართველოს ფაიზერის 30 000-მდე და ასტრაზენეკას 200 000-მდე დოზა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში უნდა მიეღო, თუმცა, დაუდგენელი დროით გადაიდო.

კომენტარები