სამთავრობო ცვლილებები

ვიცეპრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან

საქართველოს ვიცეპრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან. თქვა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

"ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცეპრემიერი, დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი". – თქვა ღარიბაშვილმა.

დავით ზალკალიანი ვიცეპრემიერის პოსტს გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტშიც იკავებდა. 

კომენტარები