ნიკა მელიას დაკავება

"ოცნება": სერვერზე მასშტაბური კიბერშეტევაა, რთული გამოსაცნობი არაა, საიდან შეიძლება იყოს

ტაბულა

ქართული ოცნების ინფორმაციით,  მათ სერვერზე "მასშტაბური კიბერშეტევაა." პარტია კიბერშეტევაში პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს.

"ქართული ოცნების სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. 

აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები