ნიკა მელიას დაკავება

ჯაფარიძე: მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს მელიას გათავისუფლება

სამწუხარო ამბავი გვაქვს, შეფასებები არის უკიდურესად მწვავე, ვნახეთ ბენ ჰოჯესის, კინზინგერის შეფასება, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან, ყველა არის უკიდურესად შეშფოთებული, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ კრიზისი არ გაღრმავდეს, ვაიძულოთ, გონს მოვიდეს ქართული ოცნება. ეს განვითარება, რაც დღეს ვნახეთ, აზიანებს ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა, უნდა გათავისუფლდეს მელია და შევთანხმდეთ იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რის გამოც ამდენი ხანია, ვართ ბოიკოტში.

მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხმება, ოღონდ, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს მელიას განთავისუფლება და ის მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ ეს თვეებია...

ასე ეხმაურება პარტია ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. 

კომენტარები