კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 493 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 869 ტესტი

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 869 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი.

23 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 268 995 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 262 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 457  კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები