ნიკა მელიას დაკავება

უგულავა მელიაზე: ნიკამ თითოეულ ჩვენგანს მოგვცა ბრძოლის მაგალითი

ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს, ნიკამ თითოეულ ჩვენგანს, ისევე, როგორც ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ადამიანებს, ვისაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, მოგვცა ბრძოლის მაგალითი, ის იყო მშვიდი და მტკიცე. ჩვენი ვალია, რომ დროშა არ დაეცეს ძირს, ჩვენი ვალია ბრძოლის გაგრძელება. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე და ამ როდიონოვმა, ივანიშვილმა და მისმა ცახესმა დაამყარეს საბჭოთა დიქტატურა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა, სამწუხაროდ, დიდი ხანი იქნება ჩამოურეცხავი. ჩვენ ვიკრიბებით დღეს 3 საათზე კანცელარიასთან და გამოვაცხადებთ ბრძოლის შემდგომ მეთოდებს...

ასე ეხმაურება გიგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები