პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში პირველი ვაქცინა მარტის დასაწყისში შემოვა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობის 60% აიცრება.
"პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში და წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ეს არის ნებაყოფლობითი და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინაციას". – ამბობს ღარიბაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებდა.
გუშინ, 21 თებერვალს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ვაქცინაციის დაწყებას 1-2 კვირით დაგვიანდება.
ვრცლად, მოსახლეობის რამდენი პროცენტის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი წლის ბოლომდე, წაიკითხეთ - აქ.





