COVID-19-ზე ვაქცინაცია

ორმა ფლორიდელმა COVID-19-ის ვაქცინის მიღება მოხუცი ქალების ჩაცმულობით სცადა

Orange County Sheriff's Office

აშშ-ში, ფლორიდაში ორი ქალი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღებას მოხუცის ტანსაცმელში გამოწყობილი ცდილობდა. ისინი ვაქცინაციის პუნქტთან ქუდით, ხელთათმანებითა და სათვალით მივიდნენ.

ქალები 34 და 44 წლისები არიან. მათ უკვე გაკეთებული ჰქონდათ ვაქცინის პირველი დოზა, რისი დამდასტურებელი საბუთიც ჰქონდათ, თუმცა მეორე დოზისთვის მისულებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა. 

ამჟამად ფლორიდაში COVID-19-ზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზემოთ მოსახლეობას უტარდება.

კომენტარები