შსს

შსს: 30 წლის კაცი 10 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დავაკავეთ

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, ოჯახში ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინა, რომ გ.ი. არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა ცოლზე და დანის დემონსტრირებით მოკვლით ემუქრებოდა. გარდა ამისა, დაკავებული შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, მუქარა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ოჯახში ძალადობა ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით.

კომენტარები