დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ და თუ სად ვიყავი გასული, ამის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტომასალაც ჟურნალისტებს მოგეწოდებათ უახლოეს მომავალში. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში და გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე...
tbl.ge/5fgm
დაკოპირდა

ენმ-ს თავჯმდომარემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ არ გაატანენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




