აქცია პარლამენტთან

აქციაზე დაკავებული ლელოს სამივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

Facebook.com/Irakli Kupradze

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 19 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 25-ივე ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

"არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება". –წერია განცხადებაში.

დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. თავდაპირველად, სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებს სურდათ, პარლამენტის წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართა პოლიტიკურმა პარტია ლელომაც, სადაც პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები - საბა ბუაძე, ირაკლი კუპრავა და თაზო დათუნაშვილი.

კომენტარები