არჩევნები 2020

დავით ბაგრატიონი: უკმაყოფილო ვარ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო

მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.

საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა.

ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, დავით ბაგრატიონმა, განცხადება Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები