ნიკა მელიას საქმე

ვოლსკი მელიაზე: ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიღებდა მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას

ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთ ქვეყანაში სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ელემენტარულად. იმიტომ, რომ თვალწინ მოხდა ისეთი პირობების დარღვევა, რომელიც თვითონაც აღიარა, ხელი აქვს მოწერილი, სამაჯური გაიკეთა, გადააგდო და თქვა, რომ არ ვემორჩილები იმ კანონს და არ ვემორჩილები გირაოს გადახდის მოთხოვნას.

პირველი გირაო გადახდილი აქვს. მეორეს, არ ვემორჩილები და აჰა, თუ გინდათ დამიჭირეთ. სხვა რაიმე ღონისძიება, ან რაიმე ვერდიქტი უბრალოდ შეუძლებელია. არ არსებობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე სხვა ალტერნატივა ყოფილიყო განხილული. 

ამას, რასაკვირველია პოლიტიკური შემადგენლობაც აქვს, მითუმეტეს იმ განცხადებების დროს, რასაც ეხლა ვისმენთ, იმ უბადრუკ თემაზე, გავრილოვის თემაზე, არავინ არ ტყუვდება ამით, რომ მისი სავარძელში ჩახტომა იყო საგარეო კურსის ცვლილება, ამ ბოლო განცხადებებით სწორედაც ცდილობდნენ, წყალი დაესხათ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე, 

არც განმეორებითი არჩევნები უნდათ ამათ, არც რიგგარეშე და არც მორიგი, ამათ უნდათ რევოლუციური თემის წარმოშობა, იქ ჩაის დალევა უნდა სააკაშვილს ისევ ტრიბუნაზე და შემდეგ უკვე არჩევნების ჩატარება იმ ჭკუაზე, როგორც დაყავდათ მთელი ქვეყანა 2012 წლამდე, იმ სადისტური მეთოდებით, რაც ჰქონდათ. 

ქართული ოცნების გია ვოლსკი ტვ. იმედის ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას, პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები