ჩვენმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ჩვენმა პატიამ, ევროპელმა სოციალისტებმა ასე გადაწყვიტა. ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარლამენტში ყოფნით ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია, ის პარლამენტს დაამშვენებდა.
tbl.ge/5f9h
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ევროპული სოციალისტების წევრი, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია. 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




