მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის პირადად პასუხისმგებელი მართლმსაჯულების რეფორმის ჩაფლავებაზე. როგორ კალამბურებსაც და სიძულვილის ტექსტებს არ უნდა მიწერდეს, თუ ვინმესი მჯეროდა, რომ ის იბრძოლებდა და იქნებოდა მედროშე და მებაირახტრე სამართლიანობის რეალურად აღდგენის, მეგონა, რომ იქნებოდა თეა წულუკიანი 2012 წელს, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვიცოდი, რომ იყი ძალიან კვალიფიციური.. ადამიანი რომელიც მეგონა მედროშე, აღმოჩნდა სამართლიანობის მესაფლავე.
ალეკო ელისაშვილი
ელისაშვილი წულუკიანზე: როგორ კალამბურებსაც არ უნდა მიწერდეს, სამართლინობის მესაფლავეა
tbl.ge/5f8s
დაკოპირდა

რუსთავი 2-ის ეთერში მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვითიზოლაციაში მყოფ თეა წულუკიანს პასუხობს, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ "მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს". ელისაშვილმა პარლამენტის სესიაზე წულუკიანზე თქვა, რომ ის ყველაზე დიდხანს იყო მინისტრად, იუსტიციის სამინისტროსგან კი მივიღეთ "სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ".
ამავე თემაზე
- რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- ელისაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება
- ელისაშვილი: ჩემზე ძალადობიდან 20 დღეზე მეტი გავიდა, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ
- ელისაშვილი: რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა გამეტებით, ნეკნი მაქვს მოტეხილი
- ელისაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქალი იყო, ტორტის მარწყვივით ვიჯექი




