ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი წულუკიანზე: ერთი გოგო ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა

ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.  

იმ არხებზე, სადაც ვმუშაობდი ხოლმე, მაესტროზე და კავკასიაზე, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში. იმ ადამიანს ქართულმა ოცნებამ სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან  თუ ვთარგმნით, სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ...

ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანზე.

კომენტარები